ძველი დროიდან მოყოლებული ვენერა ცნობილია როგორც სიყვარულის , სილამაზის , ჰარმონიის პლანეტა . თუმცა ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში მისი გავლენა ვრცელდება უფრო ფართოდ და ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოტიპზე და შესაბამისად მის პირად ურთიერთობებზეც . მაცდური ვენერასთვის ცნობილია ყველაფერი , სიამოვნებისა და დატკბობის შესახებ, იქნება ეს დატკბობა დესერტით თუ ურთიერთობით საყვარელ ადამიანთან. მისი გამოვლინება სხვადასხვანაირია ადამიანებში, ეს დამოკიდებულია პირად რუკაში მის მდებარეობაზე.
ვენერა როდესაც მორიელის ნიშანშია , ასეთი მდებარეობის ადამიანები საკმაოდ რთული ბუნების პატრონები არიან. იგი ძალიან ეჭვიანი,მესაკუთრე და დომინანტია . თუ უყვარს ვინმე, უყვარს მთელი არსებით.მას სჭირდება ვნებიანი ურთიერთობა. ურთიერთობაში მისთვის აუცილებელია ერთგულება, დაძაბულობა, ომი, ბრძოლა, ვნება.ხშირად თავადვე ქმნის ურთიერთობაში დაძაბულობას,პარტნიორს მრავალ გამოცდას უწყობს.ნდობა სასტიკად უჭირს,ამიტომ ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს პარტნიორს.
ქალებს ვისაც ვენერა მორიელში ჰყავთ,საბედისწერო ქალებს უწოდებენ.ისინი საკმაოდ მიმზიდველები და იდუმალები არიან.როგორც წესი ბევრი მამაკაცი ელტვის მათ , ამ ქალებს კი სხვებით მანიპულირება მოსწონთ.
ამ ადამიანს ჰაერივით ესაჭიროება სარისკო და ექსტრემალური სიტუაციები,რადგან სწორედ “ბეწვის ხიდზე” სიარულით იღებს იგი ენერგიას და იძენს სიცოცხლისადმი სიყვარულს. ვენერა მორიელში მძაფრ შეგრძნებებთან და ვნებებთან ასოცირდება .მისი სული ბობოქრობს ღრმა და ინტენსიური ემოციებით,უდიდესი ფარული ენერგიით,რომელიც არ იცის საითკენ მიმართოს.როგორც წესი ხშირად სექსის საშუალებით ჰპოვებს გამონთავისუფლების გზას მისი უსაზღვრო ენერგია.
დადებითი მხარეები: სხვების გაგების უნარი,ბრძოლისუნარიანობა,ერთგულება,სექსუალურობა,ძალაუფლებისკენ სწრაფვა,დომინანტობა,ექსტრემის სიყვარული,მისტიკისადმი მიზიდულობა,უყვართ ყველაფერი რაც არის აკრძალული და იდუმალი .
უარყოფითი მხარეები: გარყვნილება,სადიზმი,მაზოხიზმი,ეჭვიანობა,ნგრევა ურთიერთობების,მესაკუთრეობა,უჭირს ბედნიერების განცდა და ჰარმონიის მოპოვება.
Hello there, just became alert to your blog through Google, and found that it is really informative.
I’m gonna watch out for brussels. I will appreciate if you continue this in future.
Many people will be benefited from your writing.
Cheers!